გაკვეთილის მთავარი თემა
|
ვულკანის ფერფლში დამარხული ქალაქი
|
საგანი/პედაგოგი
|
ხელოვნება/ქეთევან ლომაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური/VII კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
20 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ
არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
ძველი ცივილიზაციების ცოდნა;
·
სხვა საგნებში მიღებული
ცოდნის გამოყენება
|
გაკვეთილი მიზანი და მისაღწევი შედეგი
|
·
არქეოლოგების
მიერ აღმოჩენილი ძველი ცივილიზაციების ქალაქების
მნიშვნელობაზე მსჯელობის
·
კრიტიკული აზროვნების;
·
შემოქმედებითი
მიდგომის უნარ ჩვევების განვითარება.
ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად
გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა
კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა,
კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების გადმოსაცემად;
ს.გ.VII.2. მოსწავლეს
შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად
გამოიყენოს სხვადასხვა
მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის
შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს
შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების
გადმოსაცემად.
ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს,
როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია
მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ხატავს
გრძნობებით
აღძრულ ასოციაციებს და შთაბეჭდილებებს;
·
იყენებს
სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის;
·
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს,
როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად;
ს.გ.VII.7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები
და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების ნაწარმოების
შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ჯგუფური
ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია
ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);
·
მსჯელობს
ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია
წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის
საშუალება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს,
რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა
ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების
ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
|
წინარე ცოდნა
|
გეოგრაფია/ ვულკანის ადგილ
მდებარეობა/ ისტორია/ხელოვნება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასება შეიძლება იყოს
განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ვაფასებ
ჩართულობის თემატიკას და გამომსახველობითი ხერხების
გარკვევის უნარს, რაც მთავარია ხატვას.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა
და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, სასწავლო/თვალსაჩინო მასალა.
მასწავლებლის მიერ დამოუკიდებლად მოძიებული
რესურსი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება/კლასის ორგანიზება _ 2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ წინარე ცოდნის გააქტიურება _ 2 წთ.
მოსწავლეებს შევთავაზებ იმსჯელონ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ არტეფაქტებზე;
გამოთქვან აზრი სამარხებთან, საცხოვრისებთან, აგრეთვე ქალაქებთან დაკავშირები.
აქტივობა 2 _ ელექტრონული პრეზენტაციის
ჩვენება. _ 4 წთ.
ვაჩვენებ ვულკანის ამოფრქვევას
და ვთავაზობ, წამოაყენონ
ვერსიები მოცემული თემის
ირგვლივ.
აქტივობა 3 _ გონებრივი იერიში _ 2 წთ
1.
თქვენ როგორ ფიქრობთ რას იპოვიან არქეოლოგები დამარხული
ქალაქის გათხრის დროს? (ყოფითი საგნები, შრომითი იარაღები, ნაგებობები, ფრესკები,
მოზაიკები, სამკაულები...)
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის
კონსტრუირება
აქტივობა 3 _ საგაკვეთილო მასალის გაცნობა_ 10 წთ.
მოსწავლეები ეცნობიან საგაკვეთილო
მასალას, ვიზუალურ მასალას,
უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. მოსწავლეებს ყურადღებას
ვუმახვილებ რუსი ფერმწერის
კ. ბრიულოვის სურათზე ‘პომპეის
უკანასკნელი დღე’ ვთავაზობ
განიხილონ სურათი (კომპოზიცია, განათების
ეფექტი, ფიგურების გამომსახველობითობა) ამის
შემდეგ პასუხობენ ინტერაქტივის შეკითხვებს, ავლენენ
კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის
უნარებს.
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 4 _ ინდივიდუალური, ჯგუფური _ 20 წ
მოსწავლეები საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავენ ნამუშევრის
თემატიკას, მასალასა და ტექნიკას,
გამომსახველობით ხერხებს. კერძოდ
ხატავენ ვულკანის ამოფრქვევის
სცენას. სურვილისამებრ, მათ
წყვილში ან ჯგუფურად შექმნან მოზაიკის
ნიმუში, რომლისთვისაც გამოიყენებენ პომპეის
მოზაიკების ელემენტებს. სამუშაოს დასრულებისას მოსწავლეები
აღნიშნავენ თითოეული ჯგუფის
მიერ შექმნილ ნამუშევრებს, აღნიშნავენ
რომელი გამოირჩევა განსაკუთრებით და რა მხრივ-ჩანაფიქრის ორიგინალობა, გამომსახველობითი ხერხების
მიზნობრივად გამოყენება,-კოლორიტი-ვულკანის ამოფრქვევის
სცენაში, კომპოზიცია-მოზაიკაში, სივრცის
გადმოცემა- პომპეის ქუჩისა
თუ მოედნის ხედის
გადმოცემისას. განსაკუთრებულ ყურადღებას
ამახვილებენ მოსწავლეების მიერ
გამოყენებულ ვიზუალურ ელემენტებზე, რაც მათ კონკრეტულ
კულტურაზე მიანიშნებს.
შეფასება _ 3 წთ;
საშინაო დავალების მიცემა _ 2 წთ.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий