სახელწოდება: რევოლუცია
ფერწერაში.- იმპრესიონისტები.
პროექტის მთავარი იდეა: ერთ_ერთი მიმდევრობის,
იმპრესიონიზმის მნიშვნელობა და არსი.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა
იციან ხელოვნებაში ერთ-ერთი
მიმდევრობის, იმპრესიონიზმის მნიშვნელობა
და არსი. პროექტის
განხორციელების შემდეგ, მოსწავლეები
შეძლებენ:
საუბარს რატომ უწოდებენ
იმპრესიონისტებს შთაბეჭდილების მხატვრებს,
მხატვრების ნამუშევრებზე ფერების
ამოცნობას, სივრცის გამოსახვას
ფერის საშუალებით წინა და უკანა პლანზე.
პროექტის მიზნები: იმპრესიონისტი მხატვრების
ჟანრულ თავისებურებებზე, ტექნიკის
ფლობის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის
უნარ_ჩვევებზე.
მონაწილეთა ასაკი:
11_12 წ
ვადების ხანგრძლივობა: ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/რა შეიძლება
შეიქმნას: მოვამზადებთ ელექტრონულ პრეზენტაცია და კედლის გაზეთს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: ინტერნეტი, პროექტორი,
კომპიუტერი, სახელმძღვანელო.
პროექტის მსვლელობა, ძირითადი
აქტივობები.
აქტივობა 1)
საპროექტო თემის შერჩევა,
ჯგუფების შერჩევა და ვადების განაწილება, შესაბამისი
კითხვების ჩამოყალიბება.
ა) გაიხსენონ
მხატვრები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ხატავდნენ.
ბ) რა ქვია იმ მხატვართა
ჯგუფს, რომელთა უპირატესობა პლენერზე
მუშაობა იყო.
გ) როდის ჩამოყალიბდა იმპრესიონიზმი, როგორც
ხელოვნების ჟანრი.
აქტივობა 2) ჩამოვაყალიბებთ საპროექტო ჯგუფს.
პროექტის მონაწილეები შემთხვევითი
შერჩევის პრინციპით, გადანაწილდება
2 ჯგუფად, შეიმუშავებენ გეგმას,
გაანაწილებენ დღეებსა დროს.
აქტივობა 3)
თითოეული ჯგუფის წევრები
ერთობლივად განიხილავენ მათ მიერ სხვა და სხვა
წყაროებიდან დამოუკიდებლად მიღებულ
მასალას, ინფორმაციებს, ფოტოებს და მათ ხელთ არსებული მასალისა
და ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე,
ირჩევენ მათთვის ან თემის გარშემო
, ‘იმპრესიონისტები’ საინტერესო
მხატვრების ნიმუშებს.
აქტივობა 4) მნიშვნელოვანია სამუშაოს
დაგეგმვა. ჯგუფის წევრები ერთობლივად მსჯელობენ თუ რა სახით წარმოადგენს
ნამუშევარს. მათ შეუძლიათ
მოამზადონ ელექტრონული პრეზენტაცია, დაურთონ
ნამუშევრების გამოფენა, მოამზადონ
მცირე მოხსენებები, რომლებიც
კონკრეტული ნიმუშის შთაბეჭდილებით
შეექმნათ.
მასწავლებელი
თვალყურს ადევნებს მოსწავლის
ჩართულობას, ინტერესს, შემოქმედების გამოვლენას, თანამშრომლობას და ა.შ.
აქტივობა
5) პროექტის პრეზენტაცია_
მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი
დამსწრე აუდიტორიის წინაშე
წარადგენს მათ მიერ მოძიებულ და შესრულებულ ნამუშევრებს ფოტო და აუდიო მასალებს
აქტივობა
6) მოსწავლეები ყურადღებით
ისმენენ თითოეული ჯგუფის
პრეზენტაციას, რომლის დასრულების შემდეგ
აქტიურად ერთვებიან ნამუშევრის
შეფასების პროცესში, სვამენ
და თვითონაც პასუხობენ
ამხანაგების შეკითხვებს, ავლენენ
კორექტულობას ნაკლოვან მხარეებზე საუბრისას, კამათის დროს კი პატივისცემას განსხვავებული
იდეების, მიდგომების მიმართ.
1) რა არის იმპრესიონიზმი?
2) ფუძემდებლები_
სურათები
3) მხატვრის
ნამუშევრები მიმდევრობის მრავალფეროვნება და ასე შემდეგ.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება: მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და ჩემს მიერ შეფასების სქემის მიხედვით.
შეფასების
რუბრიკა:
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
მსჯელობა
|
ვერ მსჯელობს პროექტთან დაკავშირებით
|
მსჯელობს, მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის
დაინტერესებას
|
მსჯელობს საინტერესოდ.
|
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად, იწვევს
საყოველთაო ინტერესს
|
ჯგუფური თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
|
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგ.
წევრებთან.
|
ჯგუფის წევრებთან აქვს
კარგი ურთიერთობა.
|
აქტიურად თანამშრომლობს ჯგ. ყველა წევრთან
|
ინფორმაციის მოძიება.
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის
მოძიებას.
|
არ ახდენს მასალის
მოძიებას.
|
ინფორმაციას მოიძიებს სრულად.
|
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს
ინფორმაციის მოძიებას.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება
VII.1. მოსწავლეს შეუძლია
შემოქმედებითად გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა დაპრინციპების
ცოდნა კონკრეტული პრობლემის
გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე იყენებს
სხვადასხვა ხერხს ( შუქ-ჩრდილი, კონტრასტი,
კომპოზიციური განაწილება, მონასმის
ფაქტურა, კოლორიტი.) ასოციაციების
და ემოციების გადმოსაცემად.
VII.2 მოსწავლეს
შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს
და შემოქმედებითად გამოიყენოს
სხვა დასხვა მასალა,
ტექნიკა და პროცედურა
ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ირჩევს
შესაბამის გამომსახველობით ხერხებს,
მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.
VII.4.მოსწავლე აცნობიერებს
სამყაროს, როგოც მრავალფეროვანი გრძნობებისა
და იდეების წყაროს
და შეუძლია მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ირჩევს
თემებს იდეების და განწყობილების გამოსახატავად. ხატავს
გრძნობებით აღძრულ შთაბეჭდილებებს.
VII.8. მოსწავლეს ესმის და
შეუძლია
წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება
არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ლომაძე;
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lomadzeqetevan20@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий